„ახალი მემარჯვენეების“ მაჟორიტარობის კანდიდატმა ყვარლის რაიონში ნუგზარ ღონიაშვილმა ადგილობრივი მოსახლეობის წარმომადგენლებთან ერთად რაიონში საძოვრებთან დაკავშირებული პრობლემა გააპროტესტეს.
ღონიაშვილის განცხადებით, საძოვრების საკითხი რაიონში და სოფლად მცხოვრები მოსახლეობის ძალიან სერიოზულ და ძალიან მტკივნეულ პროლემად გადაიქცა.
„ხშირ შემთხვევაში სოფლისთვის საძოვრები ისედაც არ იყო საკმარისი,მაგრამ მას შემდეგ,რაც სოფელს თავისი საკუთრება აღარ გააჩნია და მის ქონებას ეკონომიკის სამინისტრო განკარგავს,სოფელი საერთოდ გაუსაძლის მდგომარეობაში აღმოჩნდა“, - აცხადებს მაჟორიტარობის დეპუტატი.
მისივე განმარტებით, მოსახლეობისთვის ტრადიციულად მოსახმარ საძოვრებს ისე ყიდიან, ,რომ ამ ხალხმა არაფერი იცის და ერთ მშვენიერ დღეს მათთვის განკუთვნილი ტერიტორიები შეღობილი და ბოქლომდადებული ხვდებათ.
„რა ქნას ამ ხალხმა,რითი გაუჩინოს ოჯახს შემოსავლი თუ აღარც მიწის დამუშავების საშუალება ექნა და არც საქონლის ყოლის, ოჯახები სოფლად შეძლებულად უნდა ცხოვრობდნენ და არა სახელმწიფოს შემწეობის იმედად. მე არაერთხელ საკრებულოში დავაყენე ეს საკითხი და ყვარლის მუნიციპალიტეტი ვალდებულია აუხსნას ხალხს ვისი გადაწყვეტილებით ხდება და ვისი ინტერესები იმალება ხალხის ზურგს უკან მიღებულ გადაწყვეტილებაში“ – აცხადებს ნუგზარ ღონიაშვილი.