„ვატიკანელი ქურდი“ თავს გადამრჩენელს უწოდებს

„ვატიკანელი ქურდი“ თავს გადამრჩენელს უწოდებს

რომის პაპის ბენედიქტე XVI-ის კამერდინერის პაოლო გაბრიელეს სასამართლო პროცესი გაიმართა. ამს სასამართლო ბრალად ვატიკანიდან საიდუმლო წერილიების გატანაში დასდო ბრალი.

გაბრიელე რომის პაპის მარჯვენა ხელი გახლდათ, ის აჭმევდა, აცმევდა და ყველგან აცილებდა რომის პაპს. მის სახლში იპოვეს რომის პაპის სახელზე გამოწერილი 100 000 ევროს ჩეკი და უძველესი თვითნაბადი ოქროს ნაკეთობა, რომელიც ასევე ბენედიქტ XVI-ის საკუთრება გახლდათ.

„მე იმიტომ გავკეთე ეს, რომ ვებრძოდი ეშმაკს, რომელმაც ქრისტეს ტაძარში დაიდო ბინა. თუმცა, ნივთების  მოპარვას არც ვაპირებდი, წერილები ისევ უკან დამებრუნებინა“,-განაცხადა გაბრიელემ.

იტალიელი სამართალდამცავების განცხადებით, იმ შემთხვევაში, თუ რომის პაპი სასამართლო პროცესში ჩაერია, რისი სრული უფლებაც მას გააჩნია, მაშინ გაბრიელეს შედარებით ნაკლები დროის გატარება მოუწევს ციხეში, წინააღმდეგ შემთხვევაში პანტიფიკის კამერდინერი ციხეში 6 წლით აღმოჩნდება.