სირიელი აჯანყებულები ამჯერად ქალაქ ჰომსს უტევენ, თუმცა ბაშარ ასადის სამხედრო არმია მათ სათანადო წინააღმდეგობას უწევს.
Euronews-ის ინფორმაციით, ალეპოსთვის ბრძოლები არ შეჩერებულა, თუმცა ხარატის 6000-იანი რაზმით გაძლიერებულმა აჯანყებულებმა, პარალელურად, ჰომსსაც შეუტიეს.
სააგენტო აგრეთვე ავრცელებს გუშინ ასადის სამხედრო თვითმფრინავის ჩამოგდების კადრებს და პილოტის ჩანაწერს, რომელიც აჯანყებულებმა ტყვედ აიყვანეს. გავრცელებულ ვიდეორგოლში კარგად ჩანს, როგორ ასახელებს მამაკაცი თავის სახელს და გვარს- მუფიდ მოჰამედ სულეიმანს და ამბობს, რომ ის იმ თვითმფრინავის პილოტია, რომელიც აჯანყებულებმა ჩამოაგდეს.