დაღესტანში პოლიციის მანქანა ააფეთქეს

დაღესტანში პოლიციის მანქანა ააფეთქეს

ჩრდილოეთ კავკასიაში სამართალდამცავების მანქანებსა და განყოფილებებზე თავდასხმები გრძელდება. ამჯერად ბუინაკსკის დროებითი იზოლატორის ოფიცრის იბრაჰიმ მამაევის მანქანა ააფეთქეს. ადგილობრივი სამართალდამცავების განცხადებით, მამაევის მანქანაში სავარაუდოდ ბომბი იყო ჩამონტაჟებული, რადგან იგი მაშინ აფეთქდა, როდესაც ოფიცერი სამსახურში მიდიოდა.

მამაევი მძიმე მდგომარეობაში მიიყვანეს საავადმყოფოში, თუმცა ექიმებმა მისი გადარჩენა ვერ მოახერხეს.

.