კახეთში სტიქიით დაზარალებული მოსახლეობისთვის ფულადი კომპენსაციების დარიგება მიმდინარეობს.
კომპენსაციების დარიგების პროცესი სოციალური მომსახურების კახეთის რაიონული მუნიციპალიტეტების მიერ მიწოდებული დაზარალებულთა სიების საფუძველზე ხორციელდება. თანხების ადგილზე გაცემა "ლიბერთი ბანკის" ადგილობრივი ფილიალებისა და მობილური მომსახურების ცენტრების საშუალებით ხდება.
ფულადი კომპენსაციები ოჯახებს სასოფლო-სამეურნეო სავარგულების დაზიანების ხარისხის მიხედვით ურიგდებათ.
პირველი კატეგორიის დაზარალებული ოჯახები 1500, მეორე კატეგორიის 1000, ხოლო მესამე კატეგორიის 500 ლარს მიიღებენ.
დაზარალებულების უმრავლესობა პირველ კატეგორიას შეადგენს.
ფულად კომპენსაციას სულ 18685 ოჯახი მიიღებს. პროცესი თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ აკურიდან დაიწყო.