"ქრისტიან-დემოკრატები" თბილისის რაიონების მაჟორიტარობის კანდიდატებს დღეს დაასახელებენ. ამის შესახხებ პარტიის ლიდერმა, გიორგი თარგამაძემ რამდენიმე დღის წინ განაცხადა.
მისი თქმით, თბილისის მასშტაბით და საქართველოს საარჩევნო ოლქების აბსოლუტურ უმრავლესობაში, კანდიდატების თაობაზე შიდა პარტიული კონსესუსი უკვე არსებობს.
„რაც შეეხება ოფიციალურად მათ წარდგენას და დასახელებას, 14 აგვისტოს თბილისში ყველა კანდიდატი იქნება ოფიციალურად დასახელებული და წარდგენილი" , - განაცხადა თარგამაძემ.
შეგახსენებთ, საქართველოს საპარლამენტო არჩევნები პირველ ოქტომბერს გაიმართება.