კოალიცია „ქართული ოცნების“ წევრი პაატა ზაქარეიშვილი From.ge-სთან საუბარში აცხადებს, რომ სააკაშვილმა არჩევნები იმიტომ დანიშნა, რომ მას ძალიან მწირი რესურსები დარჩა ივანიშვილთან საბრძოლველად.
„სააკაშვილი თავის თავის დამარცხებას ჩქარობს. მას ეტყობა სადღაც აგვიანდება, რომ არჩევნები მაინდამაინც პირველ ოქტომბერს დანიშნა. კანონი მას ავალდებულებს, რომ არჩევნები ოქტომბერში ჩაატაროს, რადგან ოქტომბრის ბოლოსთვის ან თუნდაც შუა რიცხვებისთვის, მას ეს მწირე რესურსებიც გაეფანტებოდა.
მთელი ამ პერიოდის განმავლობაში ის ნაბიჯ-ნაბიჯ მისდევს ივანიშვილს. არჩევნები დღესვე რომ დანიშნულიყო, ივანიშვილი დღესვე გაიმარჯვებდა. „ნაცმოძრაობა“ და სააკაშვილი ხედავს რეალურ სიტუაციას საქართველოში, ყოველი დღე მისთვის დამარცხების ტოლფასია, რადგან „ქართული ოცნება“ ყოველდღიურად იწერს ქულებს, ამიტომაც გადადგა მან ეს ნაბიჯი“,-აცხადებს ზაქარეიშვილი.