საინფორმაციო სააგენტო SANA-ს ინფორმაციით, ალეპოში დახოცილ აჯანყებულთა შორის, ბევრი არაბული და აფრიკული ქვეყნის წარმომადგენლები არიან. ასადის რაზმებმა აჯანყებულთა მეთაურები გაანადგურეს. უკვე ამოცნობილია ჩრდილოეთ სირიის დაჯგუფების მეთაური აჰმად აბდელ-რაჰმან ჰაჯ კასემი, იასერ მაჰმედ-დინ აბასი, რაჯაბ მუჰამედ ჰმეიმი, ომარ აბდელ-ხაი, ანას ჰაჯ ოსმანი, ომარ აჰმეს ბარაკატი, იბრაჰიმ მანაფიჰი და აჰმედ იუსეფ ჯანუდი.
სააგენტო ინფორმაციით, გასულ ღამეს სახელმწიფო ჯარი ალეპოს ახლომდებარე სოფელ ხანდრატში 500 კაციან აჯანყებულთა რაზმს გადააწყდა.
აჯანყებულთა რაზმები გაანდგურეს ასევე ალეპოს დეირ აზასა და ქაბთან ალ-ჯებელის რაიონებში.