აფხაზეთის დეფაქტო რესპუბლიკის პრეზიდენტმა ალექსანდრე ანქვაბმა აფხაზეთში რუსეთის ფედერაციის სასაზღვრო სამმართველოს უფროსთან სერგეი კომარევცევთან შეხვედრა გამართა.
შეხვედრაზე საქართველოსა და აფხაზეთს შორის საზღვრის უსაფრთხოების შესახებ და დამატებითი ფეხით გადასასვლელების ამოქმედების შესახებ იმსჯელეს.
„ყველას არ შეუძლია თავისუფლად ჩამოვიდეს გალში. ჩვენ ახალ ფეხით გადასასვლელებს ავამოქმედებთ იმიტომ, რომ მოსახლეობისთვის ადვილი იყოს სახელმწიფო საზღვრების გადალახვა და სიტუაციის კონტროლის გაძლიერებაც“,-განაცხადა ანქვაბმა.