ე.წ. მასთ ქერის პრინციპი უახლოეს ხანში ამოქმედდება. ეს მას შემდეგ მოხდება, რაც არჩევნების თარიღის დანიშვნის შესახებ საქართველოს პრეზიდენტის სამართლებრივი აქტი ძალაში შევა.
პრეზიდენტის პრესსპიკერმა მანანა მანჯგალაძემ დღეს არჩევნების თარიღის გამოცხადების შესახებ განცხადება გააკეთა. არჩევნები 2012 წლის 1 ოქტომბერს გაიმართება. ამ განცხადებას პრეზიდენტის სამართლებრივი აქტი უნდა მოჰყვეს.
ე.წ. მასთ ქერი არჩევნების დღემდე გაგრძელდება. არჩევნების პერიოდში საკაბელო ტელევიზიები ვალდებული არიან ყველა მაუწყებელი ჩართონ.