წლების განმავლობაში ითვლებოდა, რომ რეგიონის მოსახლეობა ქალაქის მოსახლეობასთან შედარებით ბევრად მორიდებული იყო და შიშის ფაქტორიც რეგიონებში მეტად მძალავრობდა. ბოლო პერიოდში ტელევიზიების მიერ გავრცელებულ კადრებში აშკარად ჩანს, რომ წინასაარჩევნოდ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებთან შეხვედრისას მოსახლეობა ღიად და აშკარად აფიქსირებს თავის უკმაყოფილებას ხელისუფლების მიმართ. ექსპერტი რამაზ საყვარელიძე From.ge-სთან საუბარში აცხადებს, რომ რეგიონის მოსახლეობა აღარ დახრის თავს არჩევნებზე და ისინი აღარ შეეგუებიან არც მოტყუებას და არც ზეწოლას.
„ვფიქრობ, რეგიონის მოსახლეობის შიშის დაძლევაში დიდი ფაქტორი სწორედ სატელიტური თეფშების დაყადაღებამ შეასრულა. მათ ჩათვალეს, რომ ისინი მარტო არ არიან, რომ მათ უკან დგას საზოგადოების საკმაოდ დიდი ნაწილი, რომელიც დაშინების და ძალადობის ფაქტებს უყურადღებოდ არ დატოვებს. შეიძლება ითქვას, რომ რეგიონებში შიშის ფაქტორი მთლიანად თუ არა, ნაწილობრივ მაინც დაძლეულია. ხალხს უკვე აღარ ეშიანია ხმამაღლა გამოხატოს საკუთრი აზრი.
რაც შეეხება არჩევნების დროს რეგიონის მოსახლეობის მიერ „ხუთიანების“ მორჩილად შემოხაზვას, ისინი არც ისე დახრიან უკვე თავს, აღარც მოტყუებას, ზეწოლას და ა.შ. ძალადობას აღარ შეეგუება. ბევრი მექანიზმებია ისეთი,სადაც მოსახლეობის პროტესტმა შეიძლება დიდი როლი ითამაშოს“,-აცხადებს საყვარელიძე.