“ქრისტიან-დემოკრატები”პარტიის დაჯარიმებას არ მოელიან. ვიცე-სპიკერი ლევან ვეფხვაძე განმარტავს, რომ ღორის ხორცი გურჯაანში სხვადასხვა რაიონებიდან თავად მოძრაობის მხარდამჭერებმა ჩაიტანეს და არა პარტიამ.
გურჯაანში “ქრისტიან-დემოკრატების” ღონისძიებაზე გაშლილი სუფრების შესახებ ინფორმაციას კახეთის საინფორმაციო ცენტრი ავრცელებს.
“კახეთში სოფლებიდან ელარჯს ხომ არ ჩამოიტანდნენ? რაიონებიდან ღორის ხორცი ჩამოიტანეს. სამწვადე 20-30 კაცმა წამოიღო”, - აღნიშნა ლევან ვეფხვაძემ.
ამ ფაქტის შესწავლით აუდიტის სამსახური უკვე დაინტერესდა. ვეფხვაძე, კახეთში ქეიფის გამო პარტიის დაჯარიმებას არ ელის.
“პარტია რატომ უნდა დაჯარიმდეს? ჩვენ რა შუაში ვართ? ხორცი ხალხმა მოიტანა”, - ამტკიცებს ვეფხვაძე.