საქართველოს პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ხელისუფლებამ კონტრაქტი კიდევ ორ ამერიკულ ლობისტურ ფირმასთან _ Prime Policy Group-თან და Gephardt Government Affairs-თან გააფორმა. აღნიშნულის შესახებ, ინფორმაციას „საქართველო და მსოფლიო“ ავრცელებს.
მათი ინფორმაციით, Prime Policy Group-ის ხელმძღვანელ ჩარლზ ბლეკს ვაშინგტონელი ლობისტების უმრავლესობისგან ის გამოარჩევს, რომ მისი კლიენტები ისეთი ოდიოზური დიქტატორები იყვნენ, როგორც სომალის პრეზიდენტი მუჰამედ სიად ბარე, ფილიპინების პრეზიდენტი ფერდინანდ მარკოსი, ზაირის პრეზიდენტი მობუტუ სესე სეკო, ნიგერიის პრეზიდენტი იბრაჰიმ ბაბანგიდა, აგრეთვე, ანგოლური მეამბოხე დაჯგუფება „უნიტას“ ლიდერი ჟონას სავიმბი.
„ახლა ამ სიაში მიხეილ სააკაშვილიც შევიდა და გარკვეული ლოგიკა ამაში, ალბათ, ამაში არის“, - წერს „საქართველო და მსოფლიო“.