დარჩიაშვილი:  გიჟია ადამიანი რომელსაც ჰგონია, რომ შემოდგომაზე ივანიშვილი პრემიერი გახდება

დარჩიაშვილი: გიჟია ადამიანი რომელსაც ჰგონია, რომ შემოდგომაზე ივანიშვილი პრემიერი გახდება

 საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთ ლიდერის დავით დარჩიაშვილის აცხადებს, რომ წუხელ ღამით მის სახლთან ოპოზიციის მხარდამჭერი კიოდა. დეპუტატმა არ იცის, უკმაყოფილება მისი მისამართით იყო გამოთქმული თუ არა.

„გუშინ ღამე ჩემს სახლთან ვიღაც კიოდა, რომ ეს პიარის მთავრობაა, ბიძინა პრემიერად მოვაო. რა ვქნა? რამდენი გიჟია ამ ქვეყანაზე, რომელიც ხან რას დაიკივლებს, ხან რას”, - განაცხადა დარჩიაშვილმა ჟურნალისტებთან საუბარში.

მისივე შეფასებით, გიჟია ადამიანი, რომელსაც ჰგონია, რომ შემოდგომაზე ივანიშვილი პრემიერ-მინისტრი გახდება.

 

“უკმაყოფილება სიგიჟე არ არის და მე ეს არ მითქვამს. მე ვამბობ, რომ ვისაც სჯერა, რომ ოქტომბერში პრემიერი ბიძინა ივანიშვილი გახდება, ის არის გიჟი”, - აღნიშნა დარჩიაშვილმა.