პოლიტიკური კოალიცია „ქართული ოცნების“ ახალგაზრდული ფრთა ორგანიზაცია „თელასიდან“ თანამშრომლების დათხოვნას აპროტესტებს. აღნიშნულთან დაკავშირებით, „თელასთან“ „ქართული ოცნების“ ახალგაზრდული ორგანიზაციის ერთ-ერთმა ლიდერმა დავით ფაცაციამ ბრიფინგი გამართა.
ფაცაციას განცხადებით, კომპანიის დირექტორად „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი ზურაბ არსოშვილია დანიშნული, რომელმაც სამსახურიდან დაითხოვა კვალიფიციური თანამშრომლები, სამაგიეროდ კი, კომპანიაში თავისი კოორდინატორები და „ნაციონალური მოძრაობის“ „კუნთმაგარი ბიჭები“ მიიყვანა.
მისივე განმაცხადებით, „თელასი“ ერთ-ერთი იმ რუსულ კომპანიათაგანია, რომელიც პრეზიდენტ სააკაშვილს ეხმარება ხელისუფლების შენარჩუნებაში.
„ჩვენ მომსწრეები ვართ რეალობის, როცა რუსეთის ოკუპაციის პირობებში, როცა ხელისუფლება ვითომ არ ელაპარაკება რუსეთს, სინამდვილეში მასთან თანამშრომლობს“,- განაცხადა ფაცაციამ.