პოლიტიკური კოალიცია „ქართული ოცნების“ პრეს-სპიკერის მაია ფანჯიკიძის განცხადებით, კოალიციის აქციის მოსამზადებლად, „ქართული ოცნების“ ლიდერები აჭარის მოსახლეობასთან შეხვედრებს მართავენ.
„კოალიციის ლიდერების ნაწილი უკვე აჭარაში იმყოფება და მოსახლეობასთან შეხვედრებს მართავს. ბათუმში დაგეგმილი აქციის გამო, „ქართული ოცნების“ ტრადიციული ბრიფინგი ორშაბათის ნაცვლად, სამშაბთს ჩატარდება“, - განაცხადა ფანჯიკიძემ.
მისივე თქმით, აქციაზე „ქართული ოცნების“ ლიდერი ბიძინა ივანიშვილი ბათუმელებს კოალიციის პროგრამას გააცნობს.
ცნობისთვის, კოალიცია „ქართული ოცნების“ წინასაარჩევნო აქცია 5 აგვისტოს ბათუმში, 19:00 საათზე „ანბანის კოშიკის“ მიმდებარე ტერიტორიაზე გაიმართება. „ქართული ოცნების“ წინასაარჩევნო აქციები უკვე ჩატარდა ქუთაისში, თბილისში, მცხეთაში, ოზურგეთსა და გორში.