ამერიკის პრეზიდენტობის რესპუბლიკელთა კანდიდატმა მით რომნიმ ვარშავის უნივერსიტეტის შეხვედრისას, რუსეთს ნომერი პირველი გეოპოლიტიკური მტერი უწოდა, ხოლო პუტინი დემოკრატიის პრინციპების რღვევასა და რუსეთში თავისუფლების შეზღუდვაში დაადანაშუალა. რომნიმ რუსეთის პრეზიდენტი ბაშარ ასადს და ალექსანდრე ლუკაშენკოს შეადარა და აღნიშნა, რომ „ეს ქვეყნები ხალხის თავისუფლების მოწოდებას ახშობენ“.
„პოლონეთი რომნის მსოფლიო ტურნეში ბოლო პუნქტი გახლდათ. წინასაარჩევნოდ თანხების შესაგროვებლად, მან დიდი ბრიტანეთი და ისრაელიც მოინახულა. ლონდონში ის ბრიტანეთის შეურაცხყოფაში დაადანაშაულეს, როდესაც რომნიმ განაცხადა, რომ ლონდონი არ არის მზად ამ ოლიმპიადის მისაღებად. ისრაელში კი რესპუბლიკელთა კანდიდატმა პალესტინელები გაანაწყენა, როდესაც აღნიშნა, რომ ისრაელის ეკონომიკა პალესტინის კულტურაზე ძლიერია იმიტომ, რომ ებრაელებს კულტურაც მაღალი აქვთ, ვიდრე პალესტინელებს“,-აღნიშნავს Guardian.