აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა ყოველწლიური „ანგარიში ტერორიზმის შესახებ - 2011“ გამოაქვეყნა. დოკუმენტში სხვადასხვა ქვეყნის მდგომარეობაა შეფასებული. ტერორიზმის წინააღმდეგ გამოაქვეყნაბრძოლის თვალსაზრისით, 2011 წელი „შემობრუნების წლად“ არის შეფასებული. თუმცა, ანგარიშში აღნიშნულია, რომ ტერორიზმის მრავალგვარი საფრთხე კვლავაც არსებობს. განსაკუთრებით არის ხაზგასმული 2011 წლის 2 მაისს „ალ-ყაიდის“ ლიდერ ოსამა ბინ ლადენის მოკვლის ფაქტი. თუმცა, ანგარიშის ავტორები თვლიან, რომ „ალ-ყაიდა“ თავისი განშტოებებით კვლავაც სერიოზულ საფრთხედ რჩება აშშ-ისთვის.
სახელმწიფო დეპარტამენტის თანახმად, „ალ-ყაიდისთვის“ კვლავაც თავშესაფარს წარმოადგენს პაკისტანი. ამასთან, აღნიშნულია, რომ „შეშფოთების უმთავრეს საგნად“ რჩება ფაქტი, რომ ირანი ხელს ტერორიზმს უწყობს. ტერორიზმის გლობალური მასშტაბის მაგალითებად ანგარიშში 2011 წლის იანვარში მოსკოვის დომოდედოვოს აეროპორტში მომხდარი აფეთქება და 2011 წლის იავლისში ნორვეგიაში მომხდარი თავდასხმები სახელდება.