გია ცაგარეიშვილი: შუახევის მაღალთმიან სოფლებშიც სააკაშვილს და „ნაცმოძრაობას“ სახელი გატეხილი აქვს

გია ცაგარეიშვილი: შუახევის მაღალთმიან სოფლებშიც სააკაშვილს და „ნაცმოძრაობას“ სახელი გატეხილი აქვს

კოალიცია „ქართული ოცნების“ წევრი გია ცაგარეიშვილი From.ge-სთან საუბარში აცხადებს, რომ მეხუთეა დღეა კოალიციის წევრები აჭარის მოსახლეობას ხვდებიან და ამ შეხვედრებიდან აშკარად ჩანს, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ მიმართ აჭარლებს ზუსტად ისეთი დამოკიდებულება გააჩნიათ, როგორც დანარჩენ საქართველოში.

„მეხუთე დღეა აჭარის მაღალმთიანი სოფლების მოსახლეობას ვხვდებით სქემით სამი პოლიტიკოსი, ორი საზოგადოების წარმომადგენელი და მოსახლეობა ძალიან კმაყოფილია ჩვენთან შეხვედრებით, გვისმევს უამრავ კითხვას, აინტერესებს ჩვენი საარჩევნო პროგრამა, დაწვრილებით გვეკითხებიან პროგრამის თითოეული პუნქტის შესახებ.

ისევე როგორც მთელ საქართველოში, მაღალმთიან აჭარაშიც, ამ ულამაზეს კუთხეშიც, ძირითადად ის პრობლემებია, რაც დანარჩენ საქართველოში. 120-150 კომლიანი სოფლები დაცლილია და ამჟამად მხოლოდ 50-60 კომლი თუ ცხოვრობს უკეთეს შემთხვევაში, ისიც ძირითადად ხანშიშესულები. უმუშევრობის პრობლემამ აჭარაც მძიმე მდგომარეობაში ჩააგდო. ახალგაზრდები ჯერ ბათუმში ჩადიან სამუშაოს საძებნელად, მერე თურქეთსა და სხვა ქვეყნებში მიდიან. მძიმე მდგომარეობაა სკოლების მხრივაც. კონტიგენტი აღარ არის სკოლებში და ისინი დახურვის პირასაა. აჭარაში არის უამრავი ხილი, თამბაქო, იყო გადამამუშავებელი ქარხნები, თუმცა დღეს მოსახლეობა ლამის შიმშილის პირასაა“,-აცხადებს ცაგარეიშვილი.

გია ცაგარეიშვილის განცხადებით, „ნაცმოძრაობას“ და მიხეილ სააკაშვილს სახელი გატეხილი აქვს მაღალმთიანი აჭარის ისეთ სოფლებშიც კი, რომლებიც ფაქტიურად, გზას მოწყვეტილია. მოსახლეობის ყველაზე დიდ გაღიზიანებას, ბათუმში მეჩეთის მშენებლობა იწვევს.

„აჭარლები განიცდიან ყველაფერს. ბათუმში ქართველებისთვის სამუშაო ადგილები არ არის, თუ არა დამლაგებლებად და მოსამსახურეებად. მათ კარგად აქვთ წარმოდგენილი რა მდგომარეობაა ქვეყანაში, როგორც საშინაო, ისე საგარეო პოლიტიკის მხრივ. მოსახლეობას არჩევნების მიმართ მოლოდინი გააჩნია. თქვენ იცით, რომ აქ საპარლამენტო არჩევნებს  უზენაესი საბჭოს არჩევნებიც ემთხვევა, რაც ერთი-ორად ზრდის არჩევნების ფარსს აჭარაში. სიმბოლურია აჭარელი საზოგადოება ბათუმში მეჩეთის მშენებლობასთან დაკავშირებით, რომელსაც სააკაშვილი და ვარშალომიძე ერთად აშენებენ. აჭარლები აცხადებენ, რომ მათ სამი საუკუნეა ოსმანთა იმპერიის პირობებში შეძლეს თვითმყოფადობის შენარჩუნება, ამიტომ მეჩეთის დადგმა მათთვის მიუღებელია. მოსახლეობა ყველაზე უფრო  ხისტად და მკაცრად ხელისუფლების მიმართ გულისწყრომას, სწორედ ამ საკითხთან დაკავშირებით გამოხატავდნენ.

რაც შეეხება 5 აგვისტოს „ქართული ოცნების“ აქციაზე მოსახლეობის შეკრებას, ვფიქრობ, რომ ძალიან დიდი რაოდენობით ხალხი მოვა. ხალხის დიდი რაოდენობა ემზადება შუახევის რაიონიდან ბათუმში ჩასასვლელად, ბათუმელები, რომლებსაც ქუჩებში ვხვდებით და ველაპარაკებით. ხალხი ცვლილებების მოლოდინშია“,-აცხადებს გია ცაგარეიშვილი.