დუშეთში მომხდარი ავარიის შედეგად, დაშავებული მოზარდები ამ დრომდე კლინიკაში რჩებიან, თუმცა ექიმების თქმით, მოზარდების სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.
ავარიის შედეგად 17 ბავშვი დაშავდა, აქედან 3 გოგონა ღუდუშაურის სახელობის საავადმყოფოში გადაიყვანეს. დანარჩენი დაშავებულები რკინიგზის, მცხეთისა და დუშეთის საავადმყოფოებში არიან გადანაწილებული.
შეგახსენებთ, რომ შატილიდან თბილისისკენ მომავალი ახალგაზრდებით სავსე მიკროავტობუსი, რომლითაც 43-ე საჯარო სკოლის დამამთავრებელი კლასის მოსწავლეები ექსკურსიიდან შინ ბრუნდებოდნენ, დუშეთის რაიონის სოფელ ხახმატთან ხრამში გადავარდა.