ამერიკის ახლმა ელჩმა საქართველოში რიჩარდ ნორლანდმა ფიცი უკვე დადო. ფიცის დადების ცერემონიას ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტმა უმასპინძლა. ამის შეწსახებ ინფორმაციას ამერიკის ხმა ავრცელებს.
ამერიკის შეერთებული შტატების სენატმა რიჩარდ ნორლანდი, კარიერული დიპლომატი, საქართველოში ელჩად სენატმა 2012 წლის 29 მარტს დაამტკიცა.
26 ივლისს მან ამერიკის კონსტიტუციის დაცვის პირობა მისცა ქვეყნის უზენაესი სასამართლოს მოსამართლეს რუთ ბეიდერს.
„ამერიკის ხმის“ ინფორმაციით, ოფიციალურ თავყრილობაში მონაწილეობდა და სტუმრებს ნორლანდის კანდიდატურა კიდევ ერთხელ გააცნო სახელმწიფო მდივნის მოადგილე უილიამ ბერნსმა. დამსწრეთა შორის მრავლად იყვნენ ამერიკის ყოფილი და მოქმედი დიპლომატები, ყოფილი ელჩები საქართველოში რიჩარდ მაილსი და უილიამ კორტნი, ასევე ამერიკის საერთაშორისო განვითარების სააგენტოსა და სახელმწიფო უწყებების მაღალი რანგის წარმომადგენლები, ბატონი ნორლანდის ოჯახის წევრები თუ მეგობრები.
შეხვედრას ესწრებოდნენ საქართველოს ელჩი ამერიკის შეერთებულ შტატებში, ისევე როგორც სომხეთისა და უზბეკეთის ელჩები. სხდომაზე ქართული და ამერიკული ეროვნული ჰიმნები შეასრულა საქართველოდან ჩამოსულმა მომღერალმა თეონა დვალმა.
სახელმწიფო უილიამ ბერნსმა კიდევ ერთხელ ისაუბრა რიჩარდ ნორლანდის პროფესიული კარიერის და წარმატებების დეტალებზე მისი ევროპაში, აფრიკასა და ახლო აღმოსავლეთში დიპლომატიური სამსახურის დროს. ბერნსმა უმაღლესი შეფასება მისცა ნორლანდის აქტიურ და წარმატებულ მოღვაწეობას რუსეთთან და ავღანეთთან ამერიკის ურთიერთობების ყველაზე მგრძნობიარე ეტაპებზე.
განსაკუთრებით საურადღებოა ნორლანდის მოღვაწეობა 90-იან წლებში, როცა ის ამერიკულ მისიას ხელმძღვანელობდა ევროპაში უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის კომისიაში და აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის საკითხებზე უწევდა მუშაობა.
სწორედ იმ დროს გაწეული სამსახურისა და ღვაწლის გამო ცნობილმა ამერიკელმა დიპლომატმა რიჩარდ ჰოლბრუკმა დიკ ნორლანდს საპატიო ჯილდო გადასცა ლიდერობის, შეუპოვრობისა და ინიციატივის გამოჩენისთვის კონფლიქტურ რეგიონში მშვიდობის მისაღწევად.
სახელმწიფო მდივნის მოადგილის ბერნსის განცხადებით, დიკ ნორლანდის მომავალი პოსტი საქართველოში განსაკუთრებით მნიშვნელოვანია საქართველოს განვითარების დღევანდელ ეტაპზე.
„ახლა, როცა ამერიკა-საქართველო ოცწლიან დიპლომატიურ ურთიერთობებს აღნიშნავენ, ამერიკის მთავრობა გააგრძელებს საქართველოს არჩეულ ლიდერებთან მუშაობას და ამ ქვეყანაში ყოველი მოქალაქის უფლებების, თავისუფლების, და შესაძლებლობების უზრუნველყოფას შეუწყობს ხელს“-განაცხადა ბერნსმა
მისი თქმით, რიჩარდ ნორლანდს პრეზიდენტ ობამას სრული მხარდაჭერა აქვს რაც მას ახალი თანამდებობის წარმატებით წარმართვაში დაეხმარება. ის საუკეთესო კანდიდატია საქართველოში ამერიკის ელჩის პოსტზე.
საქართველოში ამერიკის ახლმა ელჩმა აღტაცებით მოიხსენია საქართველოს სილამაზე, მდიდარი წარსული და ხალხი.
საგულისხმოა, რომ ახალ ელჩს არაფერი უთქვამს, მის დამოკიდებულებაზე საქართველოში არსებული სიტუაციისა და დღეს მიმდინარე მოვლენების, სააკაშვილის ყბადაღებული დემოკრატიული რეფორმებზე.
ელჩმა მხოლოდ ის აღნიშნა, რომ ქვეყანაში პროგრესია მიღწეული 90იანი წლების ნგრევისა და კონფლიქტების შემდეგ, რომელსაც ის ასე კარგად იცნობს.
მან მადლობა გადაუხადა ამერიკის მთავრობას ამ პოსტზე ნომინირებისა და დამტკიცების დროს გამოხატული ნდობისთვის, და აღნიშნა, რომ მოუთმენლად ელის საქართველოში ჩასვლას- „ულამაზეს ქვეყანაში, რომელსაც საუცხოო წარსულის.
რიჩარდ ნორლანდი, რომელიც უზბეკეთში ყოფილი ელჩი და ავღანეთში აშშ–ის საელჩოში მისიის ხელმძღვანელის მოადგილე იყო. 90–იანი წლების დასაწყისში ხანმოკლე დროით საქართველოშიც მსახურობდა აშშ–ის წარმომადგენლის და საქართველოში ეუთოს მისიის ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებლის რანგში.
დიპლომატიურ სამსახურში 32 წლის სტაჟის მქონე რიჩარდ ნორლანდი 2007–2010 წლებში უზბეკეთში ელჩობამდე, რომელიც ამ დრომდე ვაშინგტონის ეროვნულ სამხედრო კოლეჯში საერთაშორისო ურთიერთობებში მრჩევლის და ხელმძღვანელის მოადგილის თანამდებობას იკავებდა.
2005-2007 წლებში გახლდათ აშშ-ს მისიის ხელმძღვანელის მოადგილე ქაბულში. ხოლო 2003-2005 წლებში - ამერიკის დიპლომატიური მისიის ხელმძღვანელის მოადგილე ლატვიაში.
ნორლანდი 2002-2003 წლებში მუშაობდა ავღანეთში უფროს დიპლომატად აშშ-ს შეიარაღებული ჯარების სამოქალაქო საქმეების ჯგუფთან ერთად, რომლის მიზანი პოლიტიკური და ეკონომიკური რეკონსტრუქციის ხელშეწყობა იყო.
რიჩარდ ნორლანდს ჰქონდა დიპლომატიური კარიერა ჩრდილოეთ ირლანდიაშიც. ასევე, ბილ კლინტონისა და ჯორჯ ბუშის პრეზიდენტობისას - ორი წლის განმავლობაში, უშიშროების საბჭოს ევროპულ დეპარტამენტს ხელმძღვანელობდა. ამასთან, უფროსი დიპლომატის რანგში მუშაობდა აშშ-ს ურთიერთობებზე ბალტიისპირეთის ქვეყნებთან, ეუთო-სა და საკვანძო ევროპელ პარტნიორებთან. მსახურობდა პოლიტიკურ მრჩევლად ამერიკის საელჩოში დუბლინში - მაშინ, როდესაც დიდი პარასკევის შეთანხმებაზე მოლაპარაკებები მიმდინარეობდა.
გარდა ამისა, რიჩარდ ნორლანდი 1993 წელს საქართველოში სამშვიდობო პროცესში მონაწილეობდა. კარიერის დიდი ნაწილი ნორლანდმა აშშ-სა და რუსეთის, ასევე სხვა პოსტ-საბჭოთა ქვეყნებთან ურთიერთობაზე მუშაობაში გაატარა. გორბაჩოვის პრეზიდენტობისას მსახურობდა აშშ-ს საელჩოში მოსკოვში. ასევე მუშაობდა პენტაგონში საბჭოთა კავშირის დაშლასთან დაკავშირებულ პოლიტიკურ საკითხებზე. გარდა ამისა, იყო აშშ-ს წარმომადგენელი და მოქმედი მისიის ხელმძღვანელი ეუთო-ს მისიაში საქართველოში, მუშაობდა აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში კონფლიქტების მოგვარებაზე, მოგვიანებით იმავე მიზნით ეწვია ჩეჩნეთს. მისი პირველი დიპლომატიური საქმიანობა კი, 1981 წელს ბაჰრეინში დაიწყო.
ნორლანდი მაროკოში დაიბადა და ცხოვრების მომდევნო წლები აფრიკაში, ევროპასა და აშშ-ში გაატარა. დამთავრებული აქვს ჯორჯთაუნის უნივერსიტეტის ედმუნდ ე. უოლშის სკოლა. არის ჯონ ჰოპკინსის უნივერსიტეტის საერთაშორისო საჯარო პოლიტიკის მაგისტრი. იცის ინგლისური, ფრანგული, რუსული, ნორვეგიული და ლატვიური ენები. ჰყავს მეუღლე და ორი შვილი.
P.S ახალ ელჩს, საქართველოში შემოდგომაზე ელოდებიან. საგულისხმოა, რომ ის ადგილზე სიტუაციის „დაზვერვას“, ვერც კი მოასწრებს, ისე მოუწევს ქართული პოლიტიკურ, საარჩევნო მართონში „ჩართვა“. ექსერტთა ნაწილი მიიჩნევს, რომ წინამორბედისგან განსხვავებით, ნორლანდი გაცილებით ადექვატური და კრიტიკული იქნება ქარული პოლიტიკური რეალობის შეფასებისას.