თელავში პოლიტიკური კოალიცია „ქართული ოცნების“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა გელა სამხარაულმა, კოალიციის ლიდერებთან ერთად, აკურის მოსახლეობას სტიქიის შედეგად დაზარალებულთა დახმარების მიზნით გაწეული სამუშაოები გააცნო. ინფორმაციის მიწოდების შემდეგ, მონიტორინგის ჯგუფი კარდაკარის პრინციპით ზარალის აღწერას შეუდგა.
კოალიციის პრეს - სპიკერის მაია ფანჯიკიძის განცხადებით, 80 მილიონი ბიძინა ივანიშვილმა ბიუჯეტში მხოლოდ მათ დასახმარებლად გადარიცხა.
„თქვენ ყველამ ყველაზე კარგად იცით, რა გაგიკეთეს სინამდვილეში და რა გეკუთვნით. გეკუთვნით, იმიტომ რომ 80 მილიონი მხოლოდ თქვენთვის გადარიცხა ივანიშვილმა, თორე ამ ჯარიმის გადახდას არ აპირებდა. ეს ძალიან კარგად იცით. ჩვენ დაგეხმარეთ, რაც შეგვეძელო, მაგრამ ამ ფულის განკარგვა ხელისუფლებაზეა. ჩვენ ყველამ ერთად, უნდა მოვახერხოთ ის, რომ სააკაშვილმა ეს ფული არ მიითვისოს, ეს ფული თქვენთვისაა და ყველას ზარალს ეყოფა“, - განაცხადა ფანჯიკიძემ.
მოსახლეობასთან გასაუბრების შემდეგ, მონიტორინგის ჯგუფი „კარდაკარის“ პრინციპით ზარალის აღწერას შეუდგა.