„ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველომ“ არჩევნებში მონაწილეობის თაობაზე ცესკო - ში განაცხადი შეიტანა

„ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველომ“ არჩევნებში მონაწილეობის თაობაზე ცესკო - ში განაცხადი შეიტანა

პარტიამ  „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“ ცესკო-ში არჩევნებში მონაწილეობის შესახებ განაცხადი შეიტანა.  შესაბამისი განაცხადით ცენტრალურ საარჩევნო კომისიას პარტიის თავმჯდომარემ მანანა კობახიძემ და პოლიტიკურმა მდივანმა სოზარ სუბარმა მიმართეს.

„ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო“  კოალიციაში შემავალი პარტიებიდან ბოლო პოლიტიკური სუბიექტია, ვინც ცესკო-ს რეგისტრაციისთვის მიმართა.

რაც შეეხება უშალოდ კოალიციის რეგისტაციას, მასში შემავალი პარტიები ჯერ ცალ-ცალკე რეგისტრირდებიან, რის შემდეგაც 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის „ივანიშვილი-ქართული ოცნება“ ერთ საარჩევნო ბლოკად დარეგისტრირდება.

„პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ სახელით განვაცხადებთ, რომ ვიღებთ არჩევნებში მონაწილეობას. პარტიას არ სჭირდება ხელმოწერების შეგროვება, ვინაიდან ჰყავს პარლამენტის ორი მოქმედი წევრი. ჩვენ წარვადგინეთ ცნობა პარლამენტის წევრების - კარლო კოპალიანის, კოტე მარსაგიშვილის თაობაზე და დავრეგისტრირდით ოცდამეშვიდე ნომრად“, - განაცხადა  კობახიძემ.

რაც შეეხება საარჩევნო ნომერს, მანანა კობახიძის განმარტებით „ქართული ოცნების“ საარჩევნო ნომერი იქნება 7.   

„ეს არის ნომერი, რომლითაც თავის დროზე „კონსერვატიული პარტია“ მონაწილეობდა არჩევნებში. ეს პარტია არის ჩვენი კოალიციის წევრი და გვაქვს უფლება, ეს ნომერი გამოვიყენოთ“, - განაცხადა  კობახიძემ.