„ქართული ოცნება“  „ნაციონალების“  მიერ,  არჩევნების გაყალბების ფაქტზე გამოძიების დაწყებას ითხოვს

„ქართული ოცნება“ „ნაციონალების“ მიერ, არჩევნების გაყალბების ფაქტზე გამოძიების დაწყებას ითხოვს

პოლიტიკური კოალიცია „ქართული ოცნების“  წარმომადგენლებმა ეკა ბესელიამ და თეა წულუკიანმა 2008 წლის საპარლამენტო არჩევნებზე, ნაძალადევის რაიონში კენჭისყრის შედეგების გაყალბების ფაქტზე,  მთავარ პროკურატურაში საჩივარი შეიტანეს.

კოალიციის წევრები „ნაციონალური მოძრაობის“ ყოფილი კოორდინატორის მიერ ერთ - ერთ სატელევიზიო არხზე გაკეთებული განცხადების გამოძიებას ითხოვენ და აცხადებენ, რომ  ამ ქალბატონმა არჩევნების გაყალბების ის სქემა გაშიფრა, რასაც  „ნაციონალური მოძრაობა“ 2008 წლის საპარლამენტო არჩვენებზე აქტიურად იყენებდა.

კოალიციის წარმომადგენელთა მოსაზრებით ეს სარჩელი მნიშვნელოვანია იმისათვის, რომ მმართველმა გუნდმა, 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებზე,  ვეღარ შეძლოს მსგავსი სქემებით მანიპულირება.

 „გაყალბების შესახებ ჩვენ მივიღეთ ფაქტობრივი მასალა, რომელიც ერთ-ერთი ტელევიზიით გავიდა, სადაც ქალბატონი წიკლაური საუბრობდა არჩევნების გაყალბების მეთოდებზე, კონკრეტულად დეპუტატ სამადაშვილის მიერ არჩევნების რამდენიმე უბანში გაყალბების ფაქტზე“,- განაცხადა ბესელიამ.