ირაკლი სესიაშვილი: შოუებში ფულის ხარჯვას თავი დაანებეთ და დაზარალებულ მოსახლეობას მიხედეთ

ირაკლი სესიაშვილი: შოუებში ფულის ხარჯვას თავი დაანებეთ და დაზარალებულ მოსახლეობას მიხედეთ

პოლიტიკური კოალიცია „ქართული ოცნების“ წევრები  თელავის რაიონში  შეხვედრებს მართავენ.  მათი  თქმით, შეხვედრა, მოსახლების ინფორმირებასთან ერთად, სტიქიით დაზარალებული ოჯახების ზარალის აღწერას ემსახურება.

კოალიციის წევრის, ირაკლი სესიაშილის განცხადებით, გამომდინარე იქიდან, რომ ბიუჯეტში დამატებით 80 მილიონი გაჩნდა, აუცილებელია ეს თანხა  ყოველგვარი თეთრის გვერდზე გაგადების გარეშე,  დაზარალებულებმა უშუალოდ მიიღონ.

„ამიტომ, ჩვენ ერთი მხრივ,  მოსახლეობის ინფორმირებას ვახდენთ, შემდეგ კარდაკარ ჩამოვივლით, აღვრიცხავთ, ვის რა ზიანი მიაგდა და შემდეგ უკვე მოვთხოვთ ხელისუფლებას, რომ დამიანებს რა ზარალიც მიაგდათ, აუნაზღაურდეთ. თუ შენ ხარ ხელისუფლება და ზრუნავ ადამიანებზე, არის ფული და თუ არ არის საკმარისი, დავამატებთ“, - განაცხადა სესიაშვილმა.

სესიაშვილი პრეზიდენტის თელავში ვიზიტს შეეხო და  მას  მოუწოდა, რომ  შოუებში ფულის ხარჯვას თავი დაანებოს და დაზარალებულ მოსახლეობას მიხედოს.

„ფულს ნუ ფლანგავ. ვნახე, როგორ მოიყვანეს სატვირთო მანქანები და ტრაქტორები. ნაშრომი ჯარისკაცები მოიყვანეს და დააყენეს იმ სიცხეში, თვითონ კი ვერტმფრენით გადმოუფრინა ამ ბიჭებს. რატომ ხარჯავს ამ ფულს,  ეს ხომ მინიმუმ 50 ათასი ლარი დაჯდებოდა?“, - განაცხადა სესიაშვილმა.