ამერიკის პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ და თურქეთის პრემიერმა რეჯეპ ტაიპ ერდოღანმა ტელეფონით განიხილეს სირიაში შექმნილი სიტუაცია. თეთრი სახლის განმარტებით, საუბარი შეეხებოდა ბაშარ ასადის გადადგომის დაჩქარებას.
„პრეზიდენტმა ობამამ თურქეთის პრემიერ ერდოღანთან ტელეფონით ისაუბრა სირიაში არსებული სიტუაციის შესახებ. მათ განიხილეს ბაშარ ასადის ხელისუფლებიდან გადადგომის დაჩქარების შესაძლებლობები, აგრეთვე სირიელი ხალხის მოთხოვნა, რომ ხელისუფლება კოალიციას გადაეცეს. ორივე ლიდერმა შეშფოთება გამოხატა ალეპოში უდანაშაულო მოქლაქეთა ხოცვის ფაქტების შესახებ“,-ნათქვამია თეთრი სახლის გავრცელებულ განცხადებაში.