არის თუ არა მით რომნი რასისტი?

არის თუ არა მით რომნი რასისტი?

პოლონეთი ამერიკის საპრეზიდენტო კანდიდატის მით რომნის მსოფლიო ტურნეს ბოლო პუნქტი გახლდათ. იგი ქვეყანაში ექსპრეზიდენტის ლეხ ვალენსას მიწვევით ჩავიდა. ვალენსა კმაყოფილი ჩანდა რომნისთან შეხვედრით, მისმა პარტიამ „სოლიდარნოსტმა“ კი უკმაყოფილება გამოხატა მორმონთა ლიდერის მიმართ.

რომნი პოლონეთს ისრაელის შემდეგ ესტუმრა, სადაც პალესტინელების რისხვა დაიმსახურა-მან იერუსალიმს ებრაელთა ქალაქი უწოდა, მაშინ როცა პალესტინელები მიჩნევენ რომ ქალაქის აღმოსავლეთი მხარე მათი საკუთრებაა.

რესპუბლიკელთა კანდიდატს პალესტინურმა მხარემ რასისტი უწოდა-რომნიმ განაცხადა, რომ ებრაელთა კულტურა მეტად მნიშვნელოვანია, ვიდრე მათი მეზობლების. ებრაელები აცხადებენ, რომ პალესტინელებმა კონტექსტიდან ამოგლეჯილი ფრაზა გამოიყენეს. „მე ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ არცერთი ამერიკელი პრეზიდენტი რასისტი არ იქნება“,-აცხადებს ებრაელი ექსპერტი აბრაჰამ დისკინი.

მით რომნის მსოფლიო ტურნეს უკვალოდ მაინც არ ჩაუვლია. მან ტურნეს ფარგლებში ამერიკელი ებრალებისგან მილიონ დოლარზე მეტი შემოწირულობის შეგროვება შეძლო.