30 ივლისს დღის მეორე ნახევარში დედოფლისწყაროს რაიონში ვაშლოვანის დაცულ ტერიტორიაზე გაჩენილმა ხანძარმა 1000 ჰექტრამდე ტერიტორია მოიცვა, სადაც ძირითადად ბუჩქნარი და ბალახი დაიწვა. ხანძარი არ გავრცელებულა ხე-მცენარეებზე.
ადგილზე დაუყოვნებლივ შეიქმნა საგანგებო შტაბი. მობილიზებული იყო თავდაცვის, შინაგან საქმეთა და გარემოს დაცვის სამინისტროების შესაბამისი სამსახურები და ადგილობრივი მეხანძრეები. შემთხვევის ადგილზე იმყოფება გარემოს დაცვის მინისტრი გოგა ხაჩიძე.
სამუშაოები მთელი ღამის განმავლობაში მიმდინარეობდა. მოხერხდა უნიკალური სახეობების გადარჩენა. დღეს დილით ხანძრის საბოლოო ლოკალიზებისთვის სამუშაოებში ვერტმფრენებიც ჩაერთო და 9 საათისთვის ხანძარი სრულად იქნა ლიკვიდირებული.