Financial Times-ის ინფორმაციით, ლონდონი მოჩვენებების ქალაქ დაემსგავსა. ჩვეულებრივ ამ დროისთვის ტურისტების რაოდენობა ბრიტანეთის დედაქალაქში 300 000 ადამიანს აღწევდა, წელს კი, მიუხედავად ზაფხულის ოლიმპიადისა და ხელისუფლების დაპირებებისა, ლონდონის ქუჩებში მაქსიმუმ 100 000 ტურისტს თუ შეხვდებით.
ცარიელია ქუჩები, მაღაზიები, უესტ-ანდის თეატრებიც. სასტუმროების მფლობელებმა კი ფასები 25%-ით შეამცირეს, თუმცა ეს ტურისტთა რაოდენობის გაზრდაზე ჯერ ასახულა. როგორც ჩანს, მათ ვისაც უბრალოდ ლონდონის დათვალიერება სურდათ, შეშინებულებმა ოლიმპიადის გულშემატკივრების აჟიოტაჟისა, გადაწყვიტეს სხვა, შედარებით მშვიდ ადგილას დაესვენეათ.
Financial Times-ი კი შიშობს, რომ ეს ქვეყნის ბიუჯეტზე, განსაკუთრებით ეკონომიკური კრიზისის პერიოდში, ცუდად აისახება.