25 ოქტომბერს, ნიუ-იორკში Night of Stars-ის დაჯილდოების ტრადიციული ცერემონია გაიმართება, რომელიც Fashion Group International-ის ორგანიზებით ტარდება.
წლევანდელი დაჯილდოების სპეციალური პრიზი Superstar Award-ი, რომელიც წინა წლებში მოდის ექსპერტების გადაწყვეტილებით დონა კარანის, ჯორჯო არმანისა და კარლ ლაგერფელდს გადაეცათ, ამჯერად წარმოშობით ვენესუელელ დიზაინერს კაროლინა ჰერერას გადაეცემა.
კაროლინა ჰერერა, ეს არის ქალი რომელმაც შეძლო ერთმანეთისგან გაემიჯნა ოჯახი და კარიერა, რომელმაც მოღვაწეობა 40 წლის ასაკში დაიწყო და რომელიც დღემდე რჩება, ერთ–ერთ, ყველაზე წარმატებულ დიზაინერად მთელ მსოფლიოში.
პირველი კოლექცია მან 1980 წელს წარუდგინა საზოგადოებას და მოდის კრიტიკოსების უმაღლესი შეფასება დაიმსახურა.
კაროლინა ჰერერა გამოირჩევა მოწესრიგებულობით და ყველგან ბუნებრიობა. ასევე არის ქველმოქმედი.