დღეს, 21 აგვისტოს, ბათუმის პიაცაზე, კონცერტს ფლამენკოს მეფედ აღიარებული მეგავარსკვლავი ხოაკინ კორტესი გამართავს. ბათუმელებსა და ქალაქის სტუმრებისათვის კორტესი თავის ახალ რეტროსპექტიულ წარმოდგენას "კალეს", ანუ "ბოშას" გამართავს. მეგავარსკვლავს იგივე კონცერტები გამართული აქვს მადრიდში, ნიუ-იორკში, ბარსელონაში, საუდის არაბეთისა და მექსიკაში.
ეს ვიზიტი კორტესისთვის საქართველოში პირველი არ არის. ის, ჩვენს ქვეყანას ოთხი წლის წინაც სტმრობდა, ბათუმში კი პირველად ჩამოდის.