შინაგან საქმეთა სამინისტრო ცენტრალურ მაგისტრალზე მომხდარ ავარიასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს, რომელსაც from.ge უცვლელად გთავაზობთ.
"ცეენტრალური მაგისტრალის თბილისი-სენაკი - ლესელიძის 95 კილომეტრზე დღეს 18:55 სთ-ზე მოხდა ავტოსაგზაო შემთხვევა, რომელსაც ერთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა . ფაქტზე აღძრულია სისხლის სამართლის საქმე 276 მუხ. მე-5 ნაწილით მიმდინარეობს გამოძიება. გამოძიების ინფორმაციით. ავტომობილმა „ოპელ ასტრამ" სახელმწიფო ნომრით DRD - 837 გადაკვეთა ღერძულა ხაზი და საწინააღმდეგო მიმართულებით მოძრავ სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ავტომობილს „შკოდა სკაუტს" შშP-043 შეეჯახა. „ოპელ ასტრას" მძღოლი ალექსანდრე გვარამია ადგილზე გარდაიცვალა. შემთხვევის შედეგად სხეულის დაზიანება რვა ადამიანმა მიიღო,"- ნათქვამია განცხადებაში