თვითმხილველების თქმით, რუისთან პრეზიდენტის ესკორტის ავტომანქანა საწინააღმდეგო მიმართულებით მოძრავ ოპელ ასტრას ფირმის ავტომობილს შეეჯახა. ამ ინფორმაციას სააგენტო „ინფო9“ ავრცელებს.
სააგენტოს ინფორმაციით ოპელ ასტრას მძღოლი ადგილზე გარდაიცვალა. ამავე ავტომანქანის 4 მგზავრი(მათ შორის 40 წლის ჯინა კარტოზია, 19 წლის მარიამ გვარამია, 9 წლის ანა სოსელია და 2 წლის ნიკო ქადარია) ქარელის სავაადმყოფოში გადაიყვანეს.
"ინფო9"-ის გადამღებ ჯგუფს, რომელიც გორის სავაადმყოფოსთან იმყოფება, ტერიტორიის დატოვება სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის თანამშრომლებმა მოსთხოვეს და კამერის წართმევა სცადეს. სავარაუდოდ დაშავებულები გორის სავაადმყოფოშიც მიიყვანეს. გორის სავაადმყოფოს მთელ პერიმეტრს ძალოვანები აკონტროლებენ.