„ქართუ ბანკის“  ხელმძღვანელებმა სასამართლოში სარჩელი შეიტანეს

„ქართუ ბანკის“ ხელმძღვანელებმა სასამართლოში სარჩელი შეიტანეს

„ბანკი ქართუს“ ახლანდელმა ხელმძღვანელებმა იძულებითი მმართველის პირობებში, 4 დეველოპერულ კომპანიასთან 50 მილიონი დოლარის კრედიტებზე კონტრაქტების ბათილად ცნობის შესახებ, სასამართლოში სარჩელი შეიტანეს.

„ქართუ ბანკის“ პრეზიდენტის ნოდარ ჯავახიშვილის განცხადებით,  სასამართლომ სარჩელის წარმოებაში მიღებაზე გადაწყვეტილება 5 დღეში უნდა მიიღოს, რის შემდეგაც პროცესი ჩაინიშნება.

„სარჩელით ოთხ დეველოპერულ კომპანიასთან გაფორმებული დანაშაულებრივი კონტრაქტების ბათილად ცნობა მოვითხოვეთ“, - განაცხადა ჯავახიშვილმა.