The Independent-ის ინფორმაციით, ლონდონის პოლიციამ უემბლის სტადიონის გასაღები დაკარგა. სკოტლანდ იარდის პოლიციამ გამოძიება დაიწყო.
გამოცემის ინფორმაციით, გასაღები ჯერ კიდევ 24 ივლისს დაიკარგა, თუმცა ცნობილი მხოლოდ ახლახანს გახდა.
თუმცა, ლონდონის პოლიციის განმარტებით, ეს არანაირი საშიშროებას აღარ წარმოადგენს, რადგან სტადიონის ხელმძღვანელობამ გასაღებები გამოცვალა. ლაზერული გასაღებების შეცვლა კი უემბლის სტადიონს 40 000 ფუნტი სტერლინგი-63 000 დოლარი დაუჯდა.