თურქული სამხედრო ტექნიკა სირიისკენ მიიწევს

თურქული სამხედრო ტექნიკა სირიისკენ მიიწევს

თურქული სამხედრო ტექნიკა სირიის საზღვრისკენ გადაადგილდება. Reuters-ის ინფორმაციით, კილისის პროვინციიდან 20-მდე ტანკი და  საზენიტო დანადგარი და ასამდე სამხედრო ალეპოკ მიმართულებითგადაადგილდება, რადგან ალეპო თურქეთ -სირიის საზღვართან ძალიან ახლოს მდებარეობს.

რამდენიმე დღის წინ თურქეთმა განცხადება გააკეთა, რომ ის მზად იქნება ალეპოს მიმართულებით სროლები განახორციელოს, თუ სირიის საფინანსო ცენტრთან ახლოს სირის აჯანყებულთა არმიის გარდა, ქურთების რაზმებიც გამოჩნდებიან. 

ამ დროისითვის კი, თურქეთში სირიდან დევნილთა რიცხვმა 44 000-ს მიაღწია. თურქეთის ხელისუფლების განცხადებით, თუ დევნილთა რაოდენობა 100 000-ს გადააჭარბებს, ხელისუფლება იძულებული გახდება, ბუფერული ზონები შექმნას.