"ქართუ ბანკში" შესაძლოა, ეროვნული ბანკის დროებითი ადმინისტრაცია შევიდეს. ამის შესახებ ქართუ ბანკის პრეზიდენტმა, ნოდარ ჯავახიშვილმა From.ge-სთან საუბარში განაცხადა.
საქმე ეხება "ქართუ ბანკის" დროებითი მმართველობის მიერ 4 დეველოპერულ კომპანიასთან 50 მლნ დოლარის საკრედიტო ხელშეკრულებების გაფორმებას, რომლის გაცემის შესაძლებლობაც ბანკს ფიზიკურად არ აქვს.
ნოდარ ჯავახიშვილის განცხადებით, დროებითმა მმართველობამ, რომელიც ბანკში იყო შესული, 4 დეველოპერულ კომპანიას აღნიშნული სესხის გაცემაზე ხელშეკრულებები პროცედურული ნორმების დარღვევით გაუფორმა. კერძოდ, დაირღვა "ბანკი ქართუს" სესხების გაცემის და ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ბრძანებულებით დადგენილი პროცედურული ნორმები.
მისი განმარტებით ეს გაკეთდა სწორედ იმისთვის, რომ დროებითი მმართველები კვლად დაბრუნებულიყვნენ „ქართუ ბანკში“.
„როცა მიდიოდნენ აქედან თქვეს კდეც, რომ კვლავ დაბრუნდებოდნენ. მათ 7 დღის განმავლობაში მოასწრეს იმდენი, რამდენსაც ბევრი სხვა კომპანია ვერ მოასწრებდა 7 თვის განმავლობაში. დროებითმმა მმართველობამ ყველაფერი გააკეთეს იმისთვის, რომ შეექმნა ეროვნული ბანკის დროებითი მმართველობის შემოსვლის საფუძველი“, - განაცხადა ბანკის პრეზიდენტმა.
მისივე განმარტებით, ისინი ხვდებოდნენ, რომ მათი წასვლა გარდაუვალი იყო. ჯავახიშვილი აცხადებს, რომ მათ ისიც იცოდნენ, რომ ბანკი 4 დეველოპელურ კომპანიაზე გაცემულ 50 მლნ ლარს 31 ივლისამდე ვერ დაფარავნენ. სწორედ ამის გამო გადადგეს აღნიშნული ნაბიჯი.
„ბანკი გახადეს ღიად არალიკვიდური და ეს გააკეთეს სპეციალურად და შეგნებულად რომ მათი წასვლის შემდეგ შემოსულიყო უკვე სხვა დროებითი მმართველი. ამ შემთხვევაში კი ეს ეროვნული ბანკის მიერ დანიშნული დროებითი ადმინისტრაციაა“, - აღნიშნა ჯავახიშვილმა და დასძინა, რომ მისი ინფორმაციით დროებითთი მმართველობა ეროვნული ბანკის მრჩეველი გახდა.
ბანკი ვალდებულია 4 დეველოპერულ კომპანიაზე 50 მლნ დოლარის სესხი 31 ივლისამდე გასცეს, რისი შესაძლებლობაც ბანკს ფიზიკურად არ აქვს. სესხის გაუცემლობის შემთხვევაში კი დაირღვევა ლიკვიდობის კოეფიციენტი, რის გამოც შესაძლოა "ქართუ ბანკში" ეროვნული ბანკის დროებითი ადმინისტრაცია შევიდეს.