ზაალ ანჯაფარიძე: ფონ დერ ლაიენი, ჩვენისთანა ქვეყნებთან რომ არის იშტაზე, ტრამპის წინ ისე იჯდა, როგორც დამფრთხალი კატა ბულდოგის წინ - მსოფლიომ დაინახა ევროკავშირის რიგით უკვე მერამდენე გაბითურება აშშ-ის წინაშე

ზაალ ანჯაფარიძე: ფონ დერ ლაიენი, ჩვენისთანა ქვეყნებთან რომ არის იშტაზე, ტრამპის წინ ისე იჯდა, როგორც დამფრთხალი კატა ბულდოგის წინ - მსოფლიომ დაინახა ევროკავშირის რიგით უკვე მერამდენე გაბითურება აშშ-ის წინაშე

მთელმა მსოფლიომ დაინახა ევროკავშირის რიგით უკვე მერამდენე გაბითურება აშშ-ის წინაშე, - ასე აფასებს აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპსა და ევროკომისიის პრეზიდენტ ურსულა ფონ დერ ლაიენს შორის გამართული მოლაპარაკების შედეგად მიღწეულ სავაჭრო შეთანხმებას, ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე.

მისი განცხადებით, ფონ დერ ლაიენი, აშშ-ის პრეზიდენტის წინაშე ისე იჯდა, როგორცდამფრთხალი კატა”, შტატებმა კი ევროპა ენერგეტიკის კუთხითაც ისე მიიბა, რომ ეს მოცემულობა კიდევ დიდი ხნის განმავლობაში შეიცვლება.

მთელმა მსოფლიომ დაინახა ევროკავშირის რიგით უკვე მერამდენე გაბითურება აშშ- წინაშე.

ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი, ჩვენისთანა ქვეყნებთან რომ არის იშტაზე, ტრამპის წინ ისე იჯდა როგორც დამფრთხალი კატა ბულდოგის წინ.

მაკრონის და სხვა ფსევდო "ევროლიდერების" ფაფხური ევროპის ძალის ახალ ცენტრად გადაქცევაზე ჩაილურის წყალს სვამს. აშშ- ევროპა უკვე ისე მიიბა, მათ შორის ენერგეტიკულად, რომ ეს მოცემულობა კიდევ დიდხანს არ შეიცვლება, თუკი შეიცვლება საერთოდ. ასე რომ ტრამპი აშშ- მომავალ ადმინისტრაციას, რომ იტყვიან გაწყობილ სუფრას უტოვებს ამ კუთხით.” - წერს ანჯაფარიძე სოციალურ ქსელში.