„ევროპის ბანკი ყევლაფერზე წავა, რათა ევრო შევინარჩუნოთ. დამერწმუნეთ, ეს საკმარისი იქნება. ჩვენ მზად ვართ ასევე შევისყიდოთ პრობლემური ქვეყნების-იტალიისა და ესპანეთის სახელმწიფო ობლიგაციები“,-განაცხადა ევროპის ცენტრალური ბანკსი პრეზიდენტმა მარიო დრაგმა ლონდონში შეხვედრისას, რათა ევროპული ბაზრითვის იმედი მიეცა.
დრაგის ამ განცხადების შემდეგ, ესპანეთის ობლიგაციების ფასი 7%-ით დაეცა. ექსპერტები შიშობენ, რომ ცარიელი დაპირებებით ევროპის ბაზარი დიდხანს ვერ შენარჩუნდება.
ესპანეთის ეკონომიკის მინისტრი ლუის დე გინდოსი კი იმედს არ კარგავს და აცხადებს, რომ მას დრაგის ეს განცხადება არ გაკვირვებია.
„ჩვენ ყველამ ძალიან კარგად ვიცით, რომ ევროპის ცენტრალური ბანკი ჩვენი მომავლის გარანტორია. სწორედ ამიტომ არ გამკვირვებია ბატონი დრაგის ეს განცხადება“,-აღნიშნავს გინდოსი.