პოლიტიკური კოალიცია „ქართული ოცნების“ ლიდერის ბიძინა ივანიშვილის მიერ, ჯარიმის გადახდის შემდეგ, „ქართუ ბანკში“ დაყადაღებული მენეჯმენტი სავარაუდოდ უახლოეს მომავალში დაბრუნდება.
„ქართუ ბანკის“ ყოფილი პრეზიდენტის, ნოდარ ჯავახიშვილის განცხადებით, იმისათვის, რომ „ქართუ ბანკში“ ხელმძღვანელობის ვაკუუმის პრობლემა არ დადგეს, პირველ რიგში, მისი და უგულავას შეხვედრა აუცილებელია.
ჯავახიშვილის თქმით, არც ძველს და არც ახალ დამფუძნებლებს მის მიმართ არანაირი პრეტენზია არ ჰქონიათ. შესაბამისად, დარწმუნებულია, რომ „ქართუ ბანკს“ ისევ თვითონ უხელმძღვანელებს.
„იმედია, უგულავასთან შეხვედრას დღეს მოვახერხებთ და მუშაობა აბსოლუტურად ძველ რეჟიმში გაგრძელდება. საზოგადოებამაც კარგად იცის, არც ძველს და არც ახალ დამფუძნებლებს ჩემს მიმართ და იმ გუნდის მიმართ, რომელიც მმართავდა „ქართუ ჯგუფს“ და „ქართუ ბანკს“ არანაირი პრეტენზია არ ჰქონდათ. აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ, ყველაფერი ისე დარჩება, როგორც ამ ღონისძიებამდე იყო“, - განაცხადა ჯავახიშვილმა.
მისივე თქმით, ბანკის კლიენტურისთვის ის პირობები აღსდგება, რაც იყო და როგორც ყველა კომერციული სისტემა კლიენტურის მომსახურეობის გაუმჯობესებას შეეცდება.