ქვემო ქართლის პოლიციამ ცოლად შერთვის მიზნით თავისუფლების უკანონო აღკვეთის ფაქტზე 2 პირი დააკავა

ქვემო ქართლის პოლიციამ ცოლად შერთვის მიზნით თავისუფლების უკანონო აღკვეთის ფაქტზე 2 პირი დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის ბოლნისის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1998 წელს დაბადებული .. და 1995 წელს დაბადებული .. ჯგუფურად ჩადენილი თავისუფლების უკანონო აღკვეთის ბრალდებით დააკავეს.

დანაშაული 7-დან 10 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გამოძიებით დადგინდა, რომ ბოლნისის მუნიციპალიტეტში, ..- ძმის, ასევე ბრალდებულის სახით დაკავებული .. - დახმარებით, 2006 წელს დაბადებულ გოგონას, ქალისა და მამაკაცის თანასწორობის შეუწყნარებლობის მოტივით, ცოლად შერთვის მიზნით, თავისუფლება უკანონოდ აღუკვეთა.

სამართალდამცველებმა, მომხდარი დანაშაულის თაობაზე ინფორმაციის მიღებისთანავე მყისიერად ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებების შედეგად, გატაცებული გოგონას ადგილსამყოფელი იმავე დღეს დაადინეს, ხოლო .. და .. ბრალდებულების სახით დააკავეს.

წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ თავისუფლების უკანონო აღკვეთის ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 143- მუხლის მე-3 ნაწილის ა“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს.