სამკურნალო ვარჯიში და მასაჟი

სამკურნალო ვარჯიში და მასაჟი

 

სამკურნალო ვარჯიშის და მასაჟის კომბინაცია მრავალი სამედიცინო მდგომარეობის მართვის დროს გამოიყენება, მათ შორისაა კუნთოვანი სისტემის დაზიანება, ნევროლოგიური დაზიანებები და სხვა.

სამკურნალო მასაჟი და მისი სახეები

სამკურნალო მასაჟი დროს მუშავდება სხეულის რბილი ქსოვილები, მათ შორის კუნთები. მისი მეშვეობით შესაძლებელია ისეთი ეფექტების მიღება როგორიცაა:

კუნთის დაჭიმულობის შემცირება

ჟანგბადისა და საკვები ნივთიერებების მიწოდების ხელშეწყობა, სისხლის მიმოქცევის გაუმჯობესების გზით

რბილი ქსოვილის მოქნილობისა და ელასტიურობის გაზრდა

რელაქსაცია და .

თერაპიული მასაჟის გავრცელებული მეთოდები

შვედური მასაჟი - იდეალურია კუნთოვანი სპაზმის მოსახსნელად და სხეულის ზოგადი რელაქსაციისათვის. ამ დროს დუნდება კუნთები, უმჯობესდება სისხლის მიმოქცევა, მცირდება კუნთოვანი ტკივილი და დისკომფორტი. შვედური მასაჟი ეყრდნობა ხუთ ძირითად მოძრაობას. ესენია: სრესა, თელვა, ვიბრაცია, ხელსმა და ბერტყვა.

ღრმა ქსოვილების მასაჟი - შეუცვლელია კუნთების ქრონიკული დაჭიმულობის და სპაზმის დროს. ამ მეთოდის მთავარი სამიზნე კუნთებისა და შემაერთებელი ქსოვილის ღრმა ფენებია. განსაკუთრებით სასარგებლოა ზურგის ქრონიკული ტკივილის დროს.

სამიზნე წერტილების თერაპია (Trigger Point Therapy) - ამ მეთოდით თერაპევტი ცერა თითით, თითის წვერით ან იდაყვით ეხება იმ კონკრეტულ წერტილებს, რომელიც არის ტკივილის მთავარი მიზეზი. ზეწოლა ფიქსირდება 4-8 წამი. თერაპია აჩქარებს აღდგენის პროცესს, ამცირებს ტკივილს და კუნთოვან სპაზმს.

მიოფასციალური მასაჟი : მეთოდი გულისხმობს რბილ ზეწოლას მიოფასციალურ ქსოვილზე. მასაჟი ამცირებს ტკივილს და აჩქარებს აღდგენით პროცესს.

ლიმფოდრენაჟის მასაჟი: გამოიყენება პოსტოპერაციულ პერიოდში, ლიმფედემის, შეშუპებიდ დროს. ამ ტიპის მასაჟი ხელს უწყობს ლიმფის ბუნებრივ მოძრაობას, ამცირებს შეშუპებას და აუმჯობესებს იმუნურ ფუნქციას.

სპორტული მასაჟი - მასაჟის ეს სახეობა აუმჯობესებს კუნთის მოქნილობას, აჩქარებს კუნთების აღდგენის პროცესს. ხშირად გამოიყენება შეჯიბრებამდე ან მის შემდეგ. სპორტული მასაჟი ასევე მნიშნელოვანია სპორტული დაზიანებების რეაბილიტაციის პროცესში.

სამკურნალო ვარჯიში

სამკურნალო ვარჯიშები ფიზიკური აქტივობაა, რომლებიც გამოიყენება საყრდენ-მამოძრავებელი და ნერვული სისტემის ფუნქციის გასაუმჯობესებლად/აღსადგენად, ტრავმითა თუ სხვა სამედიცინო მდგომარეობებით გამოწვეული ტკივილის და ფუნქციური შეზღუდვის შესამცირებლად და .. სამკურნალო ვარჯიში მორგებულია პაციენტის სპეციფიკურ საჭიროებებზე და იცვლება მდგომარეობის დინამიკის მიხედვით.

ვარჯიშის ძირითადი მიზნებია:

კუნთების გაძლიერება, რაც მნიშვნელოვანია მოძრაობის და გამძლეობის გაუმჯობესებისთვის

მოძრაობის დიაპაზონის (ROM) და მოქნილობის გაუმჯობესება.

ბალანსის, წონასწორობის და კოორდინაციის გაუმჯობესება

დაცემის პრევენცია და რისკის შემცირება

გამძლეობის გაუმჯობესება

სისხლის მიმოქცევის გაზრდა და სხვა

სამკურნალო ვარჯიშის ძირითადი სახეები

მოქნილობის გასაზრდელი ვარჯიშები : სტატიკური, დინამიური და პროპრიოცეპციის გააქტიურების (PNF) ვარჯიშები მოქნილობის გასაუმჯობესებლად.

გამძლეობის ვარჯიშები: ვარჯიშები საკუთარი წონით, რეზისტენტული ვარჯიშები რეზინით ან სხვადასხვა მოწყობილობების გამოყენებით და ..

ბალანსისა და პროპრიოცეფციის ვარჯიშები: როგორიცაა არასტაბილურ და არასწორ ზედაპირებზე დგომა, ცალ ფეხზე დგომა ან ისეთი აქტვივობები, რომლის დროსაც ვარჯიშდება ბალანსი და კოორდინირება.

სპორტსპეციფიური ვარჯიში და სხვა

სამკურნალო ვარჯიშები და მასაჟები რეაბილიტაციის ცენტრში

ახალი ხედვის სარეაბილიტაციო ცენტრში rehabilitation.ge შესაძლებელია სამკურნალო ვარჯიშისა და მასაჟის ჩატარება, რომელიც წინასწარ იგეგმება პაციენტის დიაგნოზის და ინდივიდუალური საჭიროებების გათვალისწინებით.