სამხრეთ ოსეთის დეფაქტო რესპუბლიკის პრეზიდენტმა ლეონიდ თიბილოვმა ახალი შს მინისტრი პოლკოვნიკი ახსარ ლავოევი წარადგინა. თიბილოვის განცხადებით, ვლადიკავკაზელი საბაჟოს პოლკოვნიკის მინისტრის თანამდებობაზე დანიშვნა რესპუბლიკაში შექმნილმა მდგომარეობამ განაპირობა.
„საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ ჩვენ გადავწყვიტეთ ამ პოსტზე ლავოევი მოგვეწია. ერთი პერიოდი ის ცხინვალის საბაჟოზეც მუშაობდა და მისი დაბრუნება გადავწყვიტეთ. ვფიქრობ, ახსარ ლავოევი გაართმევს თავს იმ რტულ ვითარებას, რაც დღეს რესპუბლიკაშია შექმნილი“,-აღნიშნა თიბილოვმა.