NBC დრაკულაზე ტელესერიალს იღებს (VIDEO)

NBC დრაკულაზე ტელესერიალს იღებს (VIDEO)

ტელეარხი NBC და ბრიტანული კომპანია Sky Living იწყებენ ახალი ტელესერიალზე მუშაობას, სახელწოდებით „დრაკულა“.

ფილმში მოქმედება XIX საუკუნის ბოლოს ვითარდება. დრაკულა ჩადის ლონდონში და თავს ამერიკელ ბიზნესმენად ასაღებს. მისი რეალური მიზანი კი შურიძიებაა. თუმცა დრაკულას გეგმები იცვლება, როდესაც უყვარდება ქალი, რომელიც მის  გარდაცვლილ მეუღლეს ჰგავს.

უკვე ცნობილია ფილმის მთავარი გმირის ვინაობაც. დრაკულას როლს ახალ სერიალში  ჯონათან რის-მეიერსი შეასრულებს.  ცნობილი ფილმებიდან: „ალექსანდრე“, „მატჩ პოინტი“, „შეუსრულებელი მისია 3“, „იდუმალი ალბერტ ნობსი“, ასევე ტელესერიალებიდან „ელვისი. ადრეული წლები“ და „ტიუდორი“.

„დრაკულა“ მინიმუმ ათი ეპიზოდისგან  შემდგარი სერიალი იქნება. მისი შემქმნელების განცხადებით, ახალი სერიალი საინტერესო და ახალი ელემენტებით იქნება დატვირთული.

სერიალის  გამოსვლის თარიღი ჯერჯერობით უცნობია.

შეგახსენებთ, ივლისის დასაწყისში იტალიელმა რეჟისორმა დარიო არჯენტომ „კარლოვის“ კინოფესტივალის ფარგლებში „დრაკულა“ 3D ფორმატში წარმოადგინა.  ფილმში მთავარ როლებს ასრულებენ რუჯერ ჰაუერი, აზია არჯენტო და ტომას კრეტჩმანი.

ფილმი ევროპაში 2012 წლის ბოლოსა გამოვა.