საერთაშორისო სარეიტინგო კომპანიის Moody’s-ს ინფორმაციით, გერმანიის საკრედიტო რეიტინგი სტაბილურიდან უარყოფითისკენ შეიცვალა. იგივე ეხებათ ნიდერლანდებსა და ლუქსემბურგსაც, თუმცა ეს სამივე ქვეყანა ჯერ კიდევ ААА რეიტინგულ სისტემაში რჩება.
გერმანიის ფინანსთა მინისტრი ვოლფგანგ შოიბლე აღაშფოთა Moody’s-ს რეიტინგმა და და განაცხადა, რომ ეს განცხადება უსაფუძვლოა, რადგან გერმანია ევროკავშირის სტაბილურობის გარანტორად რჩება და მას ყველა რესურსი გააჩნია კრიზისის გადასალახავად.
ეკონომიკის ექსპერტები არსებულ სიტუაციას ევროკავშირის კრიზისის გახანგრძლივებით ხსნიან.