ირაკლი ქადაგიშვილი: სპეკულაციები, რა თქმა უნდა, არ შეწყდება იმიტომ, რომ მთლიანად ანაკლიის გარშემო ხაზარაძე-ჯაფარიძის საქმიანობა იყო სპეკულაციასთან დაკავშირებული

ირაკლი ქადაგიშვილი: სპეკულაციები, რა თქმა უნდა, არ შეწყდება იმიტომ, რომ მთლიანად ანაკლიის გარშემო ხაზარაძე-ჯაფარიძის საქმიანობა იყო სპეკულაციასთან დაკავშირებული

ანაკლიის საქმეზე ვაშინგტონის არბიტრაჟში მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის მარცხი კვლავ პოლიტიკური შეფასებების თემაა.

როგორც ჟურნალისტებს რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ქადაგიშვილმა განუცხადა, სპეკულაციები, რა თქმა უნდა, არ შეწყდება იმიტომ, რომ მთლიანად ანაკლიის გარშემო ხაზარაძე-ჯაფარიძის საქმიანობა იყო სპეკულაციასთან დაკავშირებული.

ეს უკვე მრავალჯერ გამოჩნდა. მათ შორის, პარიზის არბიტრაჟის შედეგებიდან გამომდინარე, ახლა ვაშინგტონში ჩატარებული საარბიტრაჟო მოსმენებიდან გამომდინარე, მაგრამ როგორც ვხედავთ სპეკულაციები არ წყდება“, - აღნიშნა ირაკლი ქადაგიშვილმა.

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ინფორმაციით, მამუკა ხაზარაძემ და ბადრი ჯაფარიძემ ანაკლიის პორტის საქმეზე დავა ვაშინგტონის არბიტრაჟშიც წააგეს. უწყების ცნობით, ვაშინგტონის არბიტრაჟმა საქართველოს მთავრობის მოთხოვნები სრულად დააკმაყოფილა.