BBC-ის ინფორმაციით, ტაჯიკეთის მთიან რაიონ ხოროგაში, სავარაუდოდ სისხლისმღვრელი ბრძოლები მიმდინარეობს, რადგან დუშანბეს სამხედრო ჰოსპიტალში კიდევ 8 მძიმედ დაჭრილი ჯარისკაცი მიიყვანეს და კიდევ 60 დაჭრილს ელოდებიან. ასევე ვრცელდება ინფორმაცია დაღუპული 100 ჯარისკაცის შესახებაც. მსხვერპლი მშვიდობიან მოსახლოებას შორისაც არის.
მთიან ბადახშანთან ყოველგავრი კავშირი გაწყვეტილია. ტაჯიკეთის ხელისუფლებამ, როგორც ჩანს გადაწყვიტა ხოროგის მაცხოვრებლებს სერიოზული დამსჯელი სპეცოპერაცია მოუწყოს, მიზეზად კი სპეცსამსახურების გენერლის აბდულ ნაზაროვის მკველელობა სახელდება. ასევე ვრცელდება ინფორმაცია იმის შესახებაც, რომ ბადახშანის და საერთოდ ხოროგის რაიონის მაცხოვრებლები ხმამაღლა გამოხატავდნენ უკმაყოფილებას არსეული ხელისუფლების კორუმპირებულობისა და სისასტიკის შესახებ.