დევნილები და „ასტსუპნიკები“ თბილისის მერთან შეხვედრის მოთხოვნით თბილისის მერიასთან აქციას მართავენ

დევნილები და „ასტსუპნიკები“ თბილისის მერთან შეხვედრის მოთხოვნით თბილისის მერიასთან აქციას მართავენ

„ატსტუპნიკებისა“ და დევნილების მორიგი საპროტესტო აქცია ამჯერად თბილისის მერიასთან მიმდინარეობს.

აქციის მონაწილეები დედაქალაქის მერთან გიგი უგულავასთან შეხვედრას მოითხოვენ, მათი თქმით, რაც შეიძლება სწრაფად უნდა მოგვარდეს მათი პრობლემა, რომელიც საცხოვრებელი ფართების დაკანონებას ეხება, წინააღმდეგ შემთხვევაში შიმშილობის დაწყებას აპირებენ.

ისინი აცხადებენ, რომ მათ მიერ შეძენილი საცხოვრებელი ფართების დაკანონებასთან დაკავშირებით ყველა შესაბამის ინსტანციას მიმართეს, თუმცა უშედეგოდ.

„ყველა ინსტანციიდან ერთიდაიგივე პასუხი მოგვდის, რომ ისინი ვერ დაარღვევენ მესაკუთრის უფლებებს. მოვითხოვთ, მერთან შეხვედრას და ჩვენი პრობლემის დაუყონებლივ გადაჭრას. წინააღმდეგ შემთხვევაში, შიმშილობის აქციას დავიწყებთ და არჩევნებს ბოიკოტს გამოვუცხადებთ“ - განაცხადა აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ, მადონა გიგიშვილმა. 

პოლიტიკური პარტია „მომავალი საქართველოს“ ლიდერის გიორგი ლაღიძის განცხადებით, “ატსტუნიკების“ აქციას უკვე თვეზე მეტია აფხაზეთიდან დევნილებიც შეუერთდნენ, რომლებიც ასევე საცხოვრებელი ფართების დაკანონებას მოითხოვენ. 
„არ დავიშლებით მანამ, სანამ დედაქალქის მერს გიგი უგულავას არ შეხვდებით, წინააღმდეგ შემთხვევაში კი, პროტესტის უკიდურეს ფორმებს მივმართავთ“ - განაცხადა ლაღიძემ.