ამერიკელმა რეპერმა 50 Cent ნიუ-იორკის შტატში საპრომოუტო ლიცენზია მიიღო. ეს იმას ნიშნავს, რომ რეპერის კომპანია TMT თავისუფლად შეძლებს ამ შტატში კრივის ორთაბრძოლების ორგანიზებასა და რეკლამას.
TMT-ცდილობდა ლიცენზია ნევადის შტატშიც მიეღო, სადაც კრივის მთავარი ორთაბრძოლები რეგულარურად იმართება.
რეპერის კომპანიას უკვე გამოუჩნდა კლიენტები, ესენი არიან ოლიმპიური თამაშების 2004 წლის გამარჯვებული იურიორკის გამბოა და ასევე ოლიმპიადის პრიზიორი ანდრე დირელი.
50 Cent მეგობრობს ფლოიდ მეიუეზერთან, რომელიც ყველა წონით კატეგორიაში მსოფლიოში საუკეთესო მოკრივედ ითვლება.