რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის განცხადებით, ბაშარ ასადის არაკონსტიტუციური გადადგომა, ქვეყანაში დაუსრულებელ სამოქალაქო ომს გამოიწვევს.
„რუსეთი შიშობს, რომ თუ ასადი არაკონსტიტუციური გზით გადადგა, ოპოზიცია და დღევანდელი ხელისუფლება უბრალოდ ადგილებს გაცვლიან, ქვეყანაში კი სამოქალაქო ომი გაგრძელდება. ჩვენ არ გვსურს ქვეყანაში სისხლისღვრის გაგრძელება“,-აცხადებს პუტინი.
რუსეთის პრეზიდენტი მიიჩნევს, რომ გაეროს დამკვირვებლების ვადის გაგრძელებამ აჩვენა, რომ შეთანხმება სირიის ხალხის საკეთილდღეოდ, ყველაფერზე შეიძლება.